loader

"რაც აღდგომაა ქრისტიანებისთვის, ის არის ჩემთვის 9 მაისი" - ფაშიზმთან ბრძოლაში გადარჩენილების უმძიმესი ისტორიები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც აღდგომაა ქრისტიანებისთვის, ის არის ჩემთვის 9 მაისი" - ფაშიზმთან ბრძოლაში გადარჩენილების უმძიმესი ისტორიები

უახლეს ისტორიაში 1941-45 წლები მეორე მსოფლიო ომის ეპოქაა. ყველაზე მასშტაბური მსხვერპლით საბჭოთა კავშირმა ფაშიზმი დაამარცხა, ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეს იყო ბრძოლა, სადაც ფაშიზმის წინააღმდეგ 72 სახელმწიფო გაერთიანდა. საქართველო ერთადერთი იყო, რომელმაც ფრონტის ხაზზე ყველაზე მეტი მეომარი, 700 ათასი ჯარისკაცი გაუშვა.

ოთხწლიანი ბრძოლის დასრულების შემდეგ საქართველოდან წასული 700 ათასი მეომრიდან უკან 300 ათასი დაბრუნდა. მალე ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში გმირთა მემორიალური კუთხეები ჩნდება და ფრონტის ხაზზე გმირულად დაცემული მამულიშვილების ქვაში ამოტვიფრული სახელები და გვარები იწერება.

გასული საუკუნის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ომიდან 71 წელი გავიდა. ისტორიები და ცოცხალი ადამიანები, რომლებმაც ფაშიზმზე გამარჯვებაში წვლილი შეიტანეს, საქართველოში სულ რამდენიმე შემორჩა.