loader

საკონსტიტუციო სასამართლოში 314-ე მუხლის შეცვლის მოთხოვნით სარჩელი შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკონსტიტუციო სასამართლოში 314-ე მუხლის შეცვლის მოთხოვნით სარჩელი შევიდა

საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის (ჯაშუშობა) ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით სარჩელი შევიდა.
სარჩელი ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ და გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა შეიტანეს.
როგორც ლაშა ტუღუშმა განაცხადა, 314-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

"მუხლის ერთი ნაწილი შეიცავს ისეთ განსაზღვრებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. კერძოდ, ძალიან ბუნდოვანია ის ფრაზა მუხლში, რომელიც ფორმულირებულია ასეთნაირად: ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია პირის მიერ უცხოური ორგანიზაციის დავალებით და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს.

შეიძლება ეს იქნეს განხილული, როგორც ჯაშუშური საქმიანობა. ეს სერიოზული საფრთხის მატარებელია, რადგან ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ურთიერთობა უცხოურ ორგანიზაციასთან, შეიძლება ჩათვალონ ჯაშუშად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფორმულა უნდა იქნეს ამოღებული, ასეთი ფორმულა არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის სამართალში არ არის. ეს იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

324-ე მუხლი აქტუალური ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ გახდა. ისინი აღნიშნული მუხლით დააკავეს.