loader

საყოველთაო აღწერის მონაცემები ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საყოველთაო აღწერის მონაცემები ცნობილია

საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 713 ათას 804 ადამიანი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით, 15%-ით ნაკლებია.

ქალაქის მოსახლეობა 2 122 623-ია, სოფლის მოსახლეობის რაოდენობა კი - 1 591 181. აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86,8%-ს ქართველები შეადგენენ, 6,3%-ს - აზერბაიჯანელები, ხოლო 4,5% სომეხი ეროვნების მოსახლეობაა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 47,7%-ს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3 %-ს ქალები. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% მოიცვა - 57 ათასი კვ/კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.