"ბოტანიკური ბაღის საკადასტრო რუკა არ გადაიხედება" - ლექვინაძე
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მიზანმიმართულ კამპანიას ნუ აჰყვებიან, რათა ბოტანიკური ბაღის ინტერესი და განვითარების პერსპექტივა არ დაზარალდეს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლექვინაძის თქმით, ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა ბაღის ფართობის უცვლელად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალიდან დამოუკიდებლად. ლექვინაძის ინფორმაციით, კორექტირებული ვარიანტის გადახედვა არ იგეგმება.