loader

10 ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური სექს-სკანდალი აშშ-ის ისტორიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური სექს-სკანდალი აშშ-ის ისტორიაში

პოლიტიკოსები შეცდომებს უშვებენ, რომლებსაც საზოგადოება იშვიათად თუ პატიობს. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ სექს-სკანდალს (Top 10 Infamous Political Sex Scandals in the USA), რომელიც პოპულარულმა ვიდეოპორტალმა WatchMojo.com-მა შეადგინა.

10: მსახიობი და პოლიტიკოსი არნოლდ შვარცენეგერი - მან მეუღლეს მოსამსახურესთან უღალატა, რომელმაც შვილიც კი გაუჩინა.
9: მარკ სენფორდი, სამხრეთ კალიფორნიის გუბერნატორი - სენფორდი მოულოდნელად 1 კვირით გაუჩინარდა და როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ბუენოს აირესში იმყოფებოდა. მოგვიანებით ვოიაჟიდან დაბრუნებულმა სენფორდმა აღიარა, რომ მას რომანი ჰქონდა არგენტინელ ჟურნალისტთან.
8: ლერი კრეიგი, სენატორი - ის ცნობილი იყო, როგორც ანტი-გეი აქტივისტი, თუმცა საპირფარეშოში სწორედ მამაკაცთან ერთად გამოიჭირეს.
7: ძმები კენედები - ჯონ კენედის მერლინ მონროსთან ურთიერთობის შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. ასევე იყო ჭორები, რომ ჯონის მკვლელობის შემდეგ ბობმა ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ცოლთან, ჯეკისთან დაიწყო.
6: გერი კონდიტი, ყოფილი პოლიტიკოსი და დემოკრატიული პარტიის წევრი - როდესაც სტაჟიორი შანდრა ლივი გაუჩინარდა, გერის და მისმა ურთიერთობამ საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. იყო ეჭვები, რომ გერის წვლილი მიუძღვოდა მის გაუჩინარებაში, მაგრამ შანდრას მკვლელი მოგვიანებით დააკავეს.
5: გერი ჰარტი, სენატორი - გერი "დემოკრატების პარტიიდან" პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, როდესაც ჭორები გავრცელდა, რომ მას საყვარელი ჰყავდა, რამაც მისი კარიერა დააზარალა.
4: ელიოტ სპიტცერი, ნიუ-იორკის გუბერნატორი - ელიოტი ესკორტის სააგენტოს მუდმივი კლიენტი იყო და როგორც გაირკვა, მან ამ მომსახურებაში 80 000 დოლარი დახარჯა.
3: ენტონი ვინერი, კონგრესმენი - ვინერი ქალებს სექსუალური სახის სურათებს უგზავნიდა, რომლებიც 2013 წელს ინტერნეტში გამოქვეყნდა.
2: ჯონ ედვარდსი, სენატორი - როგორც აღმოჩნდა, ედვარდსმა საყვარელთან შვილი გააჩინა მაშინ, როდესაც მისი ცოლი სიმსივნისგან იღუპებოდა.
1: ბილ კლინტონი, პრეზიდენტი - ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის სექსუალური სკანდალი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო.