გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20 ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა
გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ვეჯინთან 20-ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა.მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა თუმცა ადგილზე აალების საფრთხე არსებობდა, რადგან საწვავი მაგისტრალზე დაიღვარა.
გზა პატრულისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა დროულად გადაკეტეს. ბენზინმზიდის ამოტრიალების მიზეზი ჯერ უცნობია. მანქანა "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ეკუთვნის.
გზა პატრულისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა დროულად გადაკეტეს. ბენზინმზიდის ამოტრიალების მიზეზი ჯერ უცნობია. მანქანა "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ეკუთვნის.