სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერები უქმდება? - საკრებულოს პასუხი თბილისის მოსახლეობას
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერების გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს. მისი განმარტებით, ცრუ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეგნებულად ავრცელებენ. განცხადება ამ საკითხზე საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემაც გააკეთა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი შედგა არა იმიტომ, რომ გაუქმდეს კომუნალური ვაუჩერი, არამედ დაიწყო საუბარი იმ ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც უნდა შემუშავდეს კომუნალური ვაუჩერის გაცემამდე. გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თანხა ბენეფიციარებს საბანკო ანგარიშზე არ ჩაერიცხებათ, რათა იგი სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენონ. ვაუჩერები სოციალურად დაუცველთა აბონენტის ანგარიშზე აისახება.