loader

ვირტუალური ვალუტა ბიტკოინი და დატა ცენტრი თბილისში, საიდანაც მისი კურსის გამოანგარიშება ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვირტუალური ვალუტა ბიტკოინი და დატა ცენტრი თბილისში, საიდანაც მისი კურსის გამოანგარიშება ხდება

ბიტკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს ვირტუალურ/კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. მისი ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიათებელი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.

PALITRANEWS-ი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ექსკლუზიურად გლდანში განთავსებული დატა ცენტრის გასაიდუმლოებული და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი, მონაცემთა ელექტრონული ბაზის ერთ-ერთი დარბაზი გადაიღო. სწორედ აქ ხდება რთული მათემატიკურ-ალგორითმული გამოთვლებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვალუტის კურსისა და ვაჭრობის გამოანგარიშება.