loader

როგორ იპარავს თბილისში საბავშვო ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი საწყობიდან 50000 ლარის პროდუქტებს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იპარავს თბილისში საბავშვო ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი საწყობიდან 50000 ლარის პროდუქტებს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი მარინე ღუდუმიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ა(ა)იპ ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი მარინე ღუდუმიძე, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან, სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას.

გამოძიების ცნობით, აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ 48 919 ლარის პროდუქციას.