მუქარა ამერიკის ელჩის წინააღმდეგ: "თბილისის ფორუმზე" დაანონსებული ტერაქტის გამო დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება
მუქარა აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ. საელჩო იან კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე რეაგირების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდნენ საქართველოს შესაბამისი ორგანოები ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას. თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც "პალიტრანიუსს"დაკავებულის ძმამ განუცხადა, სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე "სახუმარო თემა" შექმნა და დაწერა, რომ გეგმავდა ამერიკის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს, რის შემდეგაც, 12 აპრილს სამართალდამცველებმა დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.