loader

"ჩემს შვილს დეფექტიანს ეძახიან ამ ქვეყანაში და პოლიცია გვირტყამს" - საპროტესტო აქციაზე მშობლის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემს შვილს დეფექტიანს ეძახიან ამ ქვეყანაში და პოლიცია გვირტყამს" - საპროტესტო აქციაზე მშობლის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი, თამარ იარაჯული დააკავეს. მშობლებმა მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ბაღების სააგენტოს შენობასთან გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შელაპარაკებაც მოხდა.

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლები დირექტორების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი მათი შვილების უფლებებს იცავენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, აქციის მონაწილის დაკავება 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.