loader

"ტასო ბარნოვას" სკანდალური პრესკონფერენცია - რა უამბო მან ჟურნალისტებს შალვა რამიშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტასო ბარნოვას" სკანდალური პრესკონფერენცია - რა უამბო მან ჟურნალისტებს შალვა რამიშვილზე

განახლებული| შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი "ტასო ბარნოვას" სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ

მედიაში რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იმედიდან" შალვა რამიშვილის გაშვების მიზეზი ტელეწამყვანის მხრიდან ყოფილ თანამშრომელზე სექსუალური ხასიათის ზეწოლა გახდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე რამიშვილის ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ (ტასო ბარნოვა) დაადასტურა.

რამიშვილის შოუების ყოფილი მსახიობი აცხადებს, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა.
ამასთან დაკავშირებით დღეს თათია სამხარაძემ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
თათია სამხარაძე აპირებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტზე შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლოს.

ასევე ნახეთ| სკანდალი შალვა რამიშვილის ირგვლივ: რა სახის ზეწოლაში ადანაშაულებენ ტელეწამყვანს ყოფილი თანამშრომლები