"მგზავრების" რუსული ვოიაჟის დეტალები
9 აპრილს ჯგუფი "მგზავრები" რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, კონცერტს გამართავს. ღონისძიება კლუბ "A2 Green Concert"-ში გაიმართება. ბილეთების ფასი 1500-დან 3000 რუბლამდე მერყეობს.
ახალგაზრდა, არტისტული, არანორმალურად ენერგიული ჯგუფი, - ასე უხასიათებენ რუს მსმენელს პოპულარულ ქართულ ბენდს კონცერტების ორგანიზატორები. როგორც ირკვევა, "მგზავრებს" რუსეთის მასშტაბით რამდენიმე კონცერტი აქვთ დაგეგმილი.
"ნამდვილი ქართული მრავალხმიანობა, ნაციონალური ინსტრუმენტების თანამედროვე ჟღერადობა და განუმეორებელი სულიერი ატმოსფერო, რომელიც ეროვნული სიმღერის ყველა მოყვარულის გემოვნებას დააკმაყოფილებს. "მგზავრები" არის ჯგუფი, რომელიც აერთიანებს გულს და ერებს. სტუმართმოყვარე მოგზაურები მზიანი საქართველოდან ხელგაშლილნი ელოდებიან ყველას მათ კონცერტზე კლუბ "A2 Green Concert"-ში, რომელიც 9 აპრილს გაიმართება", - ნათქვამია სანკტ-პეტერბურგის კონცერტის აღწერილობაში.