loader

გლდანში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრეს - პოლიცია მკვლელს ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრეს - პოლიცია მკვლელს ეძებს

გლდანში მოკლული ახალგაზრდის მეგობრები ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან. 22 წლის მამაკაცი თბილისში გამთენიისას მოკლეს. მას თავში ესროლეს. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაღუპულს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი. დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.