loader

"რუსლან ზუგდიდსკი" - მესამე თაობის "კანონიერი ქურდი", რომელიც მოსკოვში დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსლან ზუგდიდსკი" - მესამე თაობის "კანონიერი ქურდი", რომელიც მოსკოვში დააკავეს

29 მარტს, მოსკოვში, მიქოიანის ქუჩაზე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა 28 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი რუსლან გეგეჭკორი დააკავეს. ჩხრეკის დროს დაკავებულს 0,7 გრამი მეტადონი აღმოაჩნდა. თუ გეგეჭკორს ბრალი დაუმტკიცდება, 3-10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

28 წლის ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის. მედიის ინფორმაციით, მისი მამა და ბაბუა ასევე "კანონიერი ქურდები" იყვნენ. უმცროსი გეგეჭკორის მამა 58 წლის რონალდ გეგჭკორია, ბაბუა - ნოე გეგეჭკორი კი გარდაცვლილია. cripo.com.ua-ს ინფორმაციით, დაკავებულის მამა კრიმინალურ სამყაროში გავლენიან ფიგურად ითვლება და მისი დამსახურებაა, რომ 28 წლის ვაჟმა ნახევარი წლის წინ "კანონიერი ქურდის" ტიტული მოიპოვა.