ჭკვიანი ქოლგა ზუსტი ამინდის პროგნოზით, რომელიც სელფის ჯოხის მაგივრობასაც გაგიწევთ
Oombrella ("უმბრელა") ან დაუვიწყარი ქოლგა, როგორც მას მისი შემქმნელები უწოდებენ, არის პირველი ჭკვიანი ქოლგა, რომელიც თქვენს ტელეფონს უკავშირდება და გაფრთხილებთ მოსალოდნელი წვიმის შესახებ, ჯერ კიდევ გარეთ გასვლამდე. მის სახელურში ჩამონტაჟებული პატარა მოწყობილობა მას პორტატულ მეტეოროლოგიურ ცენტრად აქცევს, რომელიც ჰაერში ზომავს ტემპერატურას, ტენიანობას, წნევასა და სინათლეს, აანალიზებს ამ მონაცემებს და გაწვდით ზუსტ ამინდის პროგნოზს. უფრო მეტიც, თქვენ ასევე დაზღვეული ხართ თქვენი "ჯადოსნური" ქოლგის დაკარგვისგან, რადგან ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით ის დაუყოვნებლივ გატყობინებთ, თუ სადმე გრჩებათ. გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ ქოლგის თავზე დაამაგროთ კამერა, თქვენი სმარტფონი ან GoPro კამერა, რაც საშუალებას მოგცემთ, სამყაროს ზემოდან დააკვირდეთ, როცა სეირნობთ.