"ვისი სული გსურს?" - ქართული კომედია ეროტიკული ელემენტებით
''როდესაც ადამიანი წარმატებას ადრეულ ასაკში აღწევს, აქვს ძალიან ბევრი ფული, შესაშური კარიერა, იცნობენ საზოგადოების მაღალ წრეებში, პატივს სცემენ, - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამას მარტო ერთი მხარე არ აქვს. მაგალითად, გიორგი თავს წარმატებული ადამიანის სიმბოლოდ მიიჩნევს, მთელ დროს საქმეს უთმობს. უყურადღებოდ რჩება მეუღლე - ნინი, ცუდად ექცევა თანაშემწეს, მძღოლს ადამიანად არ თვლის. არ აღიარებს არც ერთ ღირებულებას, რასაც შემოსავალი არ მოაქვს. ამიტომ სიღნაღში მდებარე პირველ ქართულ საბავშვო თეატრსაც კი დახურავს, მალაიზიური რესტორანი უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია. რა მოხდება მაშინ, როცა გიორგი ყოველი იმ ადამიანის სხეულში იმოგზაურებს, ვისაც უსამართლოდ მოექცა? როგორი მძღოლი იქნება იგი საკუთარი თავისთვის, ან თანაშემწე, თანაშემწის ცოლი, რომელთანაც სიღნაღში პაემანი აქვს; როგორ იგრძნობს თავს თეატრის დირექტორის როლში? კარგია ძაღლად ყოფნა, რომლის დაჭერასაც შენივე მითითებით ცდილობენ? გამოიტანს თუ არა სწორ დასკვნებს, შეიცვლება გიორგი?" - ასე წარადგენენ ფილმს "ვისი სული გსურს" მისი ავტორები.
იხილეთ სტატია ფილმის შესახებ
იხილეთ სტატია ფილმის შესახებ