სროლისას დაშავებულის გადაყვანა და მობილიზებული პოლიცია - რა ხდება ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობასთან
თავდამსხმელი, რომელმაც აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ცეცხლი გახსნა, დაჭრილია. ამის შესახებ CNN სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულია ერთ-ერთი სამოქალაქო პირი. ამასთანავე, CNN უარყოფს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სროლისას სამართალდამცველი დაიჭრა.
ინციდენტის შემდეგ კაპიტოლიუმის კომპლექსი თითქმის ერთი საათის განმავლობაში დაბლოკილი იყო. შენობაში მყოფებს გარეთ გასვლა აეკრძალათ.
როგორც "ტვიტერის" მიკრობლოგში კოლუმბიის პოლიციამ განაცხადა, კაპიტოლიუმში მომხდარი სროლა "ცალკეული ინციდენტი" იყო და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.
CNN-ი წერს, რომ სროლის შემდეგ კაპიტოლიუმთან მობილიზებულია პოლიციის მანქანები და სახანძროები.