ვინ ტყუის - ოპოზიცია თუ პრეზიდენტი?
კომპრომისი ოპოზიციასთან - ასე შეაფასა პრეზიდენტმა დეპუტატების რაოდენობის გაზრდის ინიციატივა.
რომელი ოპოზიციური ძალა იგულისხმა პრეზიდენტმა? რვიანის ნანგრევებზე შექმნილ ექვსიანში ამბობენ, რომ მსგავსი შეთავაზება მათი მხრიდან არ ყოფილა.
”მეფე არა მხოლოდ შიშველია, არამედ ტყუის კიდეც” - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის განცხადებას. რვა თვიანი მოლაპარაკების დროს, რვიანის აქტიური წევრი, 150 გვერდიანი დოკუმენტიდან მსგავსი შინაარსის ვერც ერთ ფრაზას ვერ იხსენებს.
ყოფილი ოპოზიციური რვაინის წევრმა, გიორგი თარგამაძემ, ხელი მოაწერა ხელისუფლების შეთავაზებას, რომელიც დეპუტატების რაოდენობის გაზრდასაც გულისხმობდა. ასეთი თანხმობის მიუხედავად, ეს არც მისი ინიციატივა ყოფილა.
ის პოლიტიკური ძალები, რომელიც კოდექსზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ, დღეს ასეთ შეთავაზებას ვერ იხსენებენ.
სააკაშვილი პირადად ამ მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა. მაშინ ჩნდება კითხვა - ვინ იგულისხმა პრეზიდენტმა, ან ვინ შეიყვანა შეცდომაში პრეზიდენტი.