loader

ჰაერის ჭკვიანი გამწმენდი, რომელსაც სახლში არ ყოფნის დროსაც მართავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰაერის ჭკვიანი გამწმენდი, რომელსაც სახლში არ ყოფნის დროსაც მართავთ

გამოიგონეს მსოფლიოში პირველი ჰაერის ჭკვიანი გამწმენდი ხელსაწყო - Pura. ის თქვენი ტელეფონის მეშვეობით იმართება. მას სხვა ჰაერის გამწმედი საშუალებებისგან განსხვავებით არ აქვს მძაფრი და გამაღიზიანებელი არომატი. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მომხმარაბელი სურვილისამებრ ირჩევს სურნელს და ადგენს პროგრამას, თუ როდის ამუშავდეს მოწყობილობა. რაც მთავარია თქვენ შეგიძლიათ სასურველ დროს Pura-ს ჩართვა ან დაპროგრამება, მაშინაც კი როდესაც სახლში არ იმყოფებით, შინ დაბრუნებისას კი სუფთა და სასიამოვნო ჰაერი დაგხვდებათ. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ ძილის წინ მომადუნებელი სურნელი აირჩიოთ, რომელიც განტვირთვასა და მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ. და პირიქით, თქვენ შეგიძლიათ დილის პროგრამა წინასწარ შეარჩიოთ, რომელიც დაგეხმარებათ უფრო სასიამოვნოდ გაღვიძებაში და ახალი ენერგიით დაგმუხტავთ. Pura ღამის ნათურის ფუნქციასაც ასრულებს, მას 16 მილიონამდე ელფერის მიღება შეუძლია.