#6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა ბაღის ყოფილი დირექტორის გათავისუფლების ფაქტი გააპროტესტეს
თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე #6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა დღეს ბაღის ყოფილი დირექტორის, თამარ ბაქრაძის გათავისუფლების ფაქტი გააპროტესტეს.
რამდენიმე მშობელი დღეს ბაღის ეზოში შეიკრიბა. ისინი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გათავისუფლებული დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდნენ. მშობლების განცხადებით, მათთვის მიუღებელია ის დასკვნა, რომლის საფუძველზეც თამარ ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ბაღის აღსაზრდელის მშობლის, სოფო ხაჭაპურიძის თქმით, როდესაც მათ შეიტყვეს დირექტორის გათავისუფლების შესახებ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას შეხვდნენ.