loader

სადისტრიბუციო კომპანიები მაღაზიებიდან თანხებს ვერ იღებენ - სავაჭრო ქსელებს მილიონობით დავალიანება დაუგროვდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სადისტრიბუციო კომპანიები მაღაზიებიდან თანხებს ვერ იღებენ - სავაჭრო ქსელებს მილიონობით დავალიანება დაუგროვდათ

სადისტრიბუციო კომპანიებს თანხების ამოღებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. სავაჭრო ქსელებს მათ მიმართ მილიონობით დავალიანება დაუგროვდათ. კომპანია "გრანდი" ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომლის მიმართ "პოპულსა" და "მარშეს" დაახლოებით 150 ათასი ლარის დავალიანება აქვს. კომპანია ამ დრომდე ვერ ახერხებს თანხების ამოღებას სხვადასხვა მცირე მაღაზიიდანაც.

"პოპულსა" და "იოლს", რომელთა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაც ამჟამად მიმდინარეობს, მიმწოდებლების მიმართ 13 მილიონის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი.

იურისტები, რომლებიც სხვადასხვა დროს სადისტრიბუციო კომპანიების უფლებებს იცავდნენ, არსებული პრობლემის მოგვარების გზად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას მიიჩნევენ.