loader

აფეთქების შემდეგ ბრიუსელის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფეთქების შემდეგ ბრიუსელის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტების კვალიფიკაცია მიენიჭა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურ კომუნიკეშია ნათქვამი.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზავენტემის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 30 დაშავდა.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს.
ნახეთ ყველა ვიდეო თეგზე #აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში