loader

კობი-ჯვრის უღელტეხილზე გზა იწმინდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კობი-ჯვრის უღელტეხილზე გზა იწმინდება

კობი-ჯვრის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გზაზე მოძრაობის აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ.

თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო კობი-ჯვრის უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმი მეორე დღეა მოქმედებს. შეზღუდულია ასევე რუსეთიდან მომავალი ავტომობილების გადაადგილება. მგზავრები გზის გახსნას ამ დრომდე ელოდებიან.