იტალიაში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია - პაატა ზაქარეიშვილი
სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, იტალიაში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია. ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კერძო პირის კერძო ინიციატივას.