"ბაჩუკი ფოთსკის" დეპორტაცია საქართველოში - რატომ აძევებს ქართველ ე.წ.კანონიერ ქურდს რუსეთი?
რუსეთმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე "უხუცესი კანონიერი ქურდის", 50 წლის ბაჩუკი ფაჩულიას დეპორტაცია მოახდინა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია როგორც "ბაჩუკი ფოთსკი". როგორც "რია ნოვოსტი" წერს, "ბაჩუკი ფოთსკის" დეპორტაცია, ვლადიმირის ოლქის კოლონიიდან გათავისუფლებისთანავე მოხდა.