"სახე გამოაჩინე შე ნაბოზვ..., შენ დედას მოვ..." - ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე სასამართლოში ინგა ჩატოიანის ცემას შეეცადა
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულების, ნიკოლოზ ხაჭაპურიძისა და ინგა ჩატოიანის პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ამავე საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე და ინგა ჩატოიანი დაუპირისპირდნენ. სიტყვიერ დაპირისპირებას თან ახლდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.