მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დილერებს ახალი მოთხოვნები აქვთ
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები იმპორტის შეზღუდვაზე მათთვის მიცემული ერთწლიანი ვადის მინიმუმ 2 წლამდე გაზრდას მოითხოვენ. როგორც "ჯეი.ეფ.აი.სი"-ს დირექტორმა ზვიად ზიზიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთი წელი არ არის საკმარისი ვადა, რომ აღნიშნულ საქმიანობაში ჩადებული ინვესტიციების ამოღება მოხდეს და საჭიროა აღნიშნული ვადის 2 წლამდე გახანგრძლივება.