loader

7 სახანძრო და ევაკუირებული მოქალაქეები - "გუდვილში" ძლიერი ხანძარი და კვამლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7 სახანძრო და ევაკუირებული მოქალაქეები - "გუდვილში" ძლიერი ხანძარი და კვამლია

ქავთარაძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "გუდვილის" შენობიდან ძლიერი კვამლი ამოდის. სავარაუდოდ, სუპერმარკეტის შენობაში ღია ცეცხლის კერაა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და მაშველები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სახანძრო კიბეების მეშვეობით, სახურავიდან ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

სუპერმარკეტის ტერიტორიიდან, ხალხის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილი შემოფარგლა და ამ დროისთვის "გუდვილის" ტერიტორიაზე მოქალაქეებს არ უშვებენ.

ხანძრის გამოწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.