loader

სტალინის ექსტრავაგანტურმა შვილიშვილმა აშშ და რუსეთი ჭკუიდან შეშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტალინის ექსტრავაგანტურმა შვილიშვილმა აშშ და რუსეთი ჭკუიდან შეშალა

სოცილურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს იოსებ სტალინის შვილიშვილის, ამერიკის მოქალაქის, კრის ევანსის ფოტოები.

პოლიტიკოსების შვილები და შვილიშვილები ხშირად სარგებლობენ წინაპრების სახელით. თუმცა სტალინის შვილიშვილი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება - კრის ევანსს პოპულარობა და ყურადღების მიქცევა საკუთარი გარეგნობის ხარჯზე სურს.

გოგონას ფოტოსურათებმა, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ ფართო განხილვის თემა გახდა, საზოგადოება აღაშფოთა. ვერავის წარმოედგინა, რომ დიდი ბელადის შვილიშვილი, ნამდვილი როკ-ენ-როლის წარმომადგენელი გახდებოდა.

მის ფოტოებზე შემდეგ კომენტარებს შეხვდებით:
"მეც ჭკუიდან შევიშლებოდი, რომ მცოდნოდა, სტალინი ბაბუაჩემია". "მასში სტალინი არ არის". კრის ევანსი, იგივე ოლგა პიტერსი - სვეტლანა ალილუევას ქალიშვილია, რომელიც უილიამ უესლი პიტერსთან ქორწინებაში შეეძინა.