loader

"აურზაური" მუხაძის ქუჩაზე - ფსიქიკურად დაავადებული მამაკაცი და მყუდროებადარღვეული მცხოვრებლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აურზაური" მუხაძის ქუჩაზე - ფსიქიკურად დაავადებული მამაკაცი და მყუდროებადარღვეული მცხოვრებლები

ორხევის დასახლებაში, მუხაძის 11 ნომერში მცხოვრებლები წლებია ეზოში ჩასვლისას სიფრთხილეს იჩენენ. ამას კი თავისი მიზეზი აქვს. ყოველთვის უკან იყურებიან, რათა მოულოდნელად შუშა, ქვა ან რამე რკინის საგანი არ მოხვდეთ თავში. ამ შემთხვევაში არც პარანორმალურ შემთხვევებთან და არც ზებუნებრივთან გვაქვს საქმე. ისინი ამ კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცისგან იცავენ თავს. არავინ იცის მისი ზუსტი წარმომავლობა, ის არის საშა 2 სავარაუდო გვარით.

დამტვრეული ავტომობილები, სატელევიზიო გადამცემი ხაზები და სიკვდილს გადარჩენილი ქალბატონი და მუდმივი შიში, რომელიც სულ უფრო გაუსაძლისს ხდის მის ყოფას. ადგილობრივების ცხოვრება წლებია ასე გრძელდება.