ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც შესაძლოა, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი შეიძინოს
იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის შეძენით საქართველოში მცხოვრები ქართველი კერძო პირია დაინტერესებული.
როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ქართველი კერძო პირი მზად არის, რამდენიმე მილიონი დოლარი გადაიხადოს ჯვრის მონასტრის შესაძენად. ბიზნესმენის ვინაობას ჩვენი წყარო არ გვიკონკრეტებს, თუმცა შეკითხვაზე - შესაძლოა თუ არა, ეს იყოს ბიძინა ივანიშვილი, პასუხისგან თავს იკავებს და არც უარყოფს და არც ადასტურებს. იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი ამჟამად ბერძენი ორთოდოქსების მფლობელობაშია.