loader

ამაზონის ჯუნგლებში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 22 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაზონის ჯუნგლებში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 22 ადამიანი

ეკვადორში, ამაზონის ჯუნგლებში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, ბორტზე მყოფი 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავში 19 სამხედრო, ორი პილოტი და ერთი მექანიკოსი იმყოფებოდნენ. სამხედრო თვითმფრინავი ფრენას წვრთნის ფარგლებში ახორციელებდა. კატასტროფა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, პასტასის პროვინციაში მოხდა. მომხდარის მიზეზები უცნობია.