კადრები თსუ-დან, სადაც სტუდენტები სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრობენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. 12.00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები. ისინი მოითხოვენ, უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.