მართლა ისეთი ხმა კი არ მაქვს, როგორც იმ სერიალში მახმოვანებენ - ეკა ბესელია
მართლა ისეთი ხმა კი არ მაქვს, როგორც იმ სერიალში მახმოვანებენ, თორემ გადაგფარავდით ორივეს, - მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანის" მსვლელობისას. ეკა ბესელია "რუსთავი 2"-ის სატირულ სერიალ "ქერის უბანს" გულისხმობდა.