loader

10 ცნობილი სერიული მკვლელი, რომელიც ვერ დაიჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 ცნობილი სერიული მკვლელი, რომელიც ვერ დაიჭირეს

წარმოგიდგენთ ისტორიაში 10 ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელს, რომელიც ვერ დაიჭირეს.

10: West Mesa-ს მკვლელობები - 100 000 დოლარი არის გამოყოფილი მათთვის, ვინც პოლიციას სერიული მკვლელის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს, რომელმაც 11 ქალი მოკლა და დამარხა West Mesa-ს უდაბნოში.
9: მკვლელობები კლივლენდში - 1935-38 წლებში განსაკუთრებული სისასტიკით 12 ადამიანი იყო მოკლული.
8: ტექსარკანაში მომხდარი მკვლელობები - 1946 წელს თვეების განმავლობაში ტექსარკანას მცხოვრებლები პანიკაში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც უცნობი მკვლელი 8 ადამიანს დაესხა თავს, რომელთაგანაც 5 მოკლა.
7: სერიული მკვლელი "ზოდიაქო" - სერიულმა მკვლელმა პოლიციას წერილი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებდა, რომ 37 ადამიანი მოკლა.
6: ფლორენციის მონსტრი - 1974-85 წლებში მკვლელმა 7 წყვილი მოკლა.
5: Béla Kiss - 24 ქალი მოკლა, რომელთაც კასრებში ინახავდა.
4: ადოლფო კონსტანცო - ამერიკელი სერიული მკვლელი და კულტის ლიდერი იყო.
3: მკვლელობა ანბანის მიხედვით - უცნობი პირი, რომელსაც 70-იან წლებში მომხდარ მკვლელობებში ადანაშაულებდნენ. მას იმიტომ შეარქვეს ასეთი სახელი, რომ სახელები და გვარები და ასევე ქალაქები, სადაც მსხვერპლი იყო აღმოჩენილი, ერთი და იგივე ასოებით იწყებოდა.
2: მკვლელობები ცრემლების ტრასაზე - 1969 წლიდან 2011 წლამდე 19 ადამიანი გახდა მკვლელის მსხვერპლი.  
1: მსახურების მკვლელი - ტეხასში 1884-85 წლებში, სულ ცოტა, 7 ადამიანი იყო მოკლული უცნობი მკვლელის მიერ.