თვითმმართველობის წევრებმა ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრა სცადეს
უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ კვლავ დაძაბულობა იყო. თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრას შეეცადნენ. ისინი კვლავ რექტორის გადადგომას მოითხოვენ. სამართალდამცველებმა და უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თვითმმართველობის წევრებს კაბინეტში შესვლის საშუალება არ მისცეს. ამ დროისთვის ლადო პაპავას კაბინეტთან მხოლოდ სამართალდამცველები დგანან. გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად სტუდენტები საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. აქციებს ისინი იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი დანარჩენი მოთხოვნებიც არ დაკმაყოფილდება. სტუდენტები უნივერსიტეტში ოდეერის ინსტიტუტის არსებობის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას და თვითმმართველობის რეორგანიზებასაც მოითხოვენ.