"მოვიდა და მახრჩობდა" - რას ჰყვება ჟურნალისტი თსუ-ში შევარდნილი ნიღბიანების აგრესიულ ჯგუფზე
უნივერსიტეტში შევარდნილი ნიღბიანების აგრესიული ჯგუფის შესახებ PALITRATV.GE-სთან "ლიბერალის" ჟურნალისტი სოფო გოგიშვილი საუბრობს. მისი თქმით, უცნობმა პირებმა, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩევიან, მას ტელეფონი მოსტაცეს.
რამდენიმე წუთის წინ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 6 ნიღბიანი ახალგაზრდა შეუშვეს. ისინი ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და გაემართნენ იმ ადგილისკენ, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები იმყოფებიან და შეუერთდნენ მათ. ამ დროს გამოჩნდა კონტრაქციის მონაწილე რამდენიმე სტუდენტი, რომლებსაც ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით დააბრუნეს. ნიღბიანების ეს ჯგუფი აგრესიულია ჟურნალისტების მიმართ.
ასევე იხილეთ| თსუ-ში ნიღბიანების აგრესიული ჯგუფი შევიდა, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ