loader

ეს დეკორაციული ბუ ინოვაციური სამეთვალყურეო კამერაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს დეკორაციული ბუ ინოვაციური სამეთვალყურეო კამერაა

Ulo - ეს, ერთი შეხედვით, დეკორაციული ბუ, არის უნიკალური სამეთვალყურეო კამერა, რომელიც აფიქსირებს ნებისმიერ მოძრაობას, თვალების დახამხამებით იღებს სურათს და გაწვდით დეტალურ ინფორმაციას მანამ, სანამ თქვენ სახლში არ იმყოფებით. ის შეგიძლიათ დადოთ ნებისმიერ ადგილას ან მიამაგროთ კედელზე. Ulo-ს თვალები ასრულებს კამერის ფუნქციას, რომელიც აფიქსირებს ყველაფერს, რაც იმ სივრცეში ხდება. Android-ისა და IOs- მობილური სისტემების სპეციალური აპლიკაციის საშუალებით თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ რეჟიმში, live-კამერით ადევნოთ თვალყური საკუთარ სახლს.

Ulo-ს ელემენტი დაახლოებით ერთ კვირას ძლებს, ხოლო როდესაც ის იცლება, მოწყობილობას თვალები ეხუჭება და გატყობინებთ, რომ ის დატენვას საჭიროებს. Ulo გამოსადეგია როგორც სახლში, ასვე ეზოში. მას თავისუფლად შეუძლია მუშაობა -10 დან +50 გრადუს ცელსიუსზე. ამ უნიკალური სათვალთვალო კამერის შეძენა უკვე ნებისმიერ მსურველს 107 დოლარად შეუძლია.