loader

ქართული ჯავშანმანქანები საუდის არაბეთში, თანამედროვეობის მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული ჯავშანმანქანები საუდის არაბეთში, თანამედროვეობის მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე

"10-11 მარტს, საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდის მიწვევით ვიმყოფებოდი სამეფოს ჩრდილოეთში, ჰაფრ ალ-ბატინის სამხედრო ბაზაზე, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების, North Thunder 2016-ის საზეიმო დახურვასა და სამხედრო აღლუმზე.

რამდენად საამაყოა, როდესაც მსოფლიოს (აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია...) მოწინავე სამხედრო ტექნიკასთან ერთად იხილავ ჩვენი სამამულო წარმოების ჯავშანმანქანებს!!! ორმაგი სიხარულია, როდესაც ეს ყველაფერი ხდება ამ უმნიშვნელოვანეს სამხედრო სწავლებებში მონაწილე 20 სახელმწიფოს ლიდერისა (მეფეები, ემირები, პრეზიდენტები, შეიხები და ა. შ.) და მრავალი ქვეყნის ათიათასობით ოფიცრის, სამხედრო სპეციალისტისა და ჯარისკაცის თვალწინ.

წარმატებები ქართველ შემქმნელებს, სპეციალისტებს! გაიხარეთ!" - წერს სოციალურ ქსელში საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯღარკავა.