loader

თურქეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ტერორიზმს "დააჩოქებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ტერორიზმს "დააჩოქებს"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირობას დებს, რომ ტერორიზმს "დააჩოქებს". ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, ერდოღანმა ანკარაში, გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქება თურქეთის უსაფრთხოების ძალებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

აფეთქება ანკარის კიზილაის რაიონში, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილში იყო მოთავსებული. მომხდარის შედეგად დაიღუპა 34, ხოლო დაშავდა 125 ადამიანი.