loader

საუკეთესო ჯიშიანი ძაღლების გამოფენა თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუკეთესო ჯიშიანი ძაღლების გამოფენა თბილისში

საქართველოს კინოლოგიურმა ფედერაციამ სამედიცინო უნივერსიტეტის ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე , ე.წ. ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილმა ძაღლებმა მიიღეს.

ძაღლები მსაჯების მიერ მათი ვიზუალური მონაცემების მიხედვით შეფასდა. გამოფენაზე, ჯიშების მიხედვით, ჯერ საუკეთესო ძაღლები, ხოლო შემდეგ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოვლინდა.

საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის განმარტებით, მიმდინარე წელს შვიდი ასეთი გამოფენაა ჩასატარებელი, რაც აუცილებელი ნორმაა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა საერთაშორისო კინოლოგიის ფედერაციის წევრია.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კობა სუბელიანის თქმით კი, გამოფენები, რომელიც 1996 წლიდან ტარდება, არის ძალიან კარგი პოპულარიციის თვალსაზრისით – განსაკუთრებით ქართული ეროვნული ჯიშის – მეცხვარე ძაღლის პოპულარიზაციისათვის.