პატრიარქმა დიღმის ტყე-პარკში კედარი დარგო - საგაზაფხულო გამწვანების პირველმა აქციამ 7 000 კვ.მ ფართობი მოიცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიღმის ტყე-პარკში დღეს საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიების ფარგლებში კედარი დარგო. გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მონაწილეობდნენ.