loader

რას გულისხმობს პროფკავშირების საპენსიო რეფორმა და რატომ იყენებს მას საპენსიო რეფორმის სამსახური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას გულისხმობს პროფკავშირების საპენსიო რეფორმა და რატომ იყენებს მას საპენსიო რეფორმის სამსახური

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საპენსიო სისტემის ალტერნატიული გეგმა წარმოადგინა. პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ სისტემა საპენსიო დაზღვევის სახით უნდა ჩამოყალიბდეს და დასაქმებულს ფონდში შენატანის გაკეთების ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს. კონცეფციის მიხედვით, საპენსიო ფონდში შეტანილი თანხების ბენეფიციარებზე გაცემა პირველივე წლის ბოლოს უნდა მოხდეს. საპენსიო რეფორმის სამსახურში კი მიიჩნევენ, რომ პროფკავშირების მიერ შემუშავებული მოდელი მოძველებულია და ეფექტურად ვერ იმუშავებს.