მაკა ასათიანი ახალ არხს ხსნის
"მაესტროს" სახელით მაუწყებლობას რამდენიმე დღეში ახალი ტელევიზია დაიწყებს. როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია კიკაბიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას უკვე ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები მაკა ასათიანთან და შეთანხმდნენ შენობასთან და ყველა იმ აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რაც საჭიროა მაუწყებლობისთვის.