loader

"უცნობი": ბაჩო კიკაბიძეს "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება არ აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უცნობი": ბაჩო კიკაბიძეს "მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება არ აქვს

ბაჩო კიკაბიძის ტელევიზია "მაესტროს" სახელით ვერ იფუნქციონირებს, ამის უფლება არ აქვს, - ამის შესახებ "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ბაჩო კიკაბიძის მიერ გაკეთებულ შესაბამის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, "მაესტროს" სახელის გამოყენებისთვის ყველა დამფუძნებლის თანხმობაა საჭირო.

"მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი კი დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ ილია კიკაბიძის გადაწყვეტილებას იწონებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მზადყოფნას გამოთქვამს, კიკაბიძეს არხის ფუნქციონირებისთვის შენობა გადასცეს.