loader

პელე აუქციონზე პირად ნივთებს გაიტანს, შემოსულ თანხას კი ბავშვთა საავადმყოფოს გადასცემს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პელე აუქციონზე პირად ნივთებს გაიტანს, შემოსულ თანხას კი ბავშვთა საავადმყოფოს გადასცემს

ფეხბურთში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ლეგენდარული ფეხბურთელი პელე ჯულიენის აუქციონზე გასაყიდად 2000- მდე პირად ნივთს გაიტანს. მთავარ ლოტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მედლები და "ჯიულ რიმეს თასია", რომლის საწყისი ფასი 600 000 დოლარი იქნება.
აუქციონი ლონდონში 7 და 9 ივნისს გაიმართება. ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე ლეგენდარული ფეხბურთელის 33 წლიანი კარიერის განმავლობაში მოპოვებული ჯილდოების გამოფენა მოეწყობა. აუქციონიდან შემოსულ თანხას პელე ბრაზილიის ქალაქ კურიტიბეს ბავშვთა საავადმყოფოს გადასცემს.