პელე აუქციონზე პირად ნივთებს გაიტანს, შემოსულ თანხას კი ბავშვთა საავადმყოფოს გადასცემს
ფეხბურთში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ლეგენდარული ფეხბურთელი პელე ჯულიენის აუქციონზე გასაყიდად 2000- მდე პირად ნივთს გაიტანს. მთავარ ლოტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მედლები და "ჯიულ რიმეს თასია", რომლის საწყისი ფასი 600 000 დოლარი იქნება.
აუქციონი ლონდონში 7 და 9 ივნისს გაიმართება. ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე ლეგენდარული ფეხბურთელის 33 წლიანი კარიერის განმავლობაში მოპოვებული ჯილდოების გამოფენა მოეწყობა. აუქციონიდან შემოსულ თანხას პელე ბრაზილიის ქალაქ კურიტიბეს ბავშვთა საავადმყოფოს გადასცემს.