გენერატორი, რომელიც გამონაბოლქვს ელექტროენერგიად გარდაქმნის
რა იქნებოდა, ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა რომ შეიძლებოდეს? კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია, სახელად Alphabet Energy ("ენერგიის ანბანი") სწორედ ამ იდეის განხორციელებას ისახავს მიზნად. კომპანიის თქმით, მათ თერმოელექტროგენერატორს შეუძლია ნარჩენი სითბოს, კერძოდ, მანქანის და ქარხნების გამონაბოლქვის გამოყენებად ელექტროენერგიად გარდაქმნა გაცილებით ნაკლები დანახარჯით, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე.