მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა თანამდებობები დატოვეს
მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა, ნუგზარ ყიფიანმა და ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. არსებული ინფორმაციით, გადადგომის შესახებ მათი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შესულია. განცხადებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს.